26 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 18 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე საქართველოში 2562 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 159 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
5804 ადამიანი ვირუსს მკურნალობს საკუთარ სახლში.
25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.