24 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
ამ ეტაპზე საქართველოში 2612 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 674 მძიმე პაციენტია.
5 386 ადამიანი ვირუსს მკურნალობს საკუთარ სახლში.
23 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.