ზვარეში 187 წლის მეჩეთი ნადგურდება, ნაგებობას ძეგლის სტატუსი აქვს

ქედაში სოფელ ზვარეს მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიანიჭეს. მეჩეთი 1834 წლით თარიღდება. თუმცა, როგორც ამ ფოტოებზე ხედავთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების რეალური საფრთხის წინაშეა. ძეგლს რეაბილიტაცია სჭირდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მეჩეთის, როგორც კულტურის ძეგლის რეაბილიტაცია, ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შედის და აჭარას მეჩეთის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ აქვს. საქართველოს … ვრცლად ზვარეში 187 წლის მეჩეთი ნადგურდება, ნაგებობას ძეგლის სტატუსი აქვს