ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

დღეს, 10 ივნისს, ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებენ და კომენტარს მოგვიანებით მოგვაწვდიან.