დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლინდა ინდური შტამის 5 შემთხვევა.

„ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ  SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

მათივე ინფორმაციით, ინდური შტამით ინფიცირებული მოგზაურები საქართველოში  სხვადასხვა დღეს შემოვიდნენ ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან – „სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია“.

„ეპიდკვლევების მონაცემებით, ინფიცირებულების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს NCDC.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version