პეტრას ციხე, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა, ვიზიტორებისთვის კვლავ დაკეტილია. განახლებული კომპლექსის გახსნა 18 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ 18 მაისამდე გადაწიეს. თუმცა ეს თარიღიც სათუოა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პეტრას ციხის გახსნის თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.
ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის ფასიანი იქნება, ბილეთის ფასი კი – 1-დან 5 ლარამდე. არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია ვიზიტორებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა.
ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები – ამ ყველაფრის მოწყობაში აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
პეტრას ციხე / 8.05.2021პეტრას ციხე / ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი / 8.05.2021პეტრას ციხე / 8.05.2021პეტრას ციხე / ყოფილი ლიმონარიუმის ტერასებზე ასასვლელი ადაპტირებული ლიფტი / 8.05.2021ვიზიტორთა ცენტრი, პეტრას ციხე / 8.05.2021პეტრას ციხე, ხედი ვიზიტორთა ცენტრიდან / 8.05.2021ადაპტირებული ლიფტი ადმინისტრაციულ შენობაში, პეტრას ციხე / 8.05.2021ყოფილი ლიმონარიუმის ტერასა, რომელზეც სამუზეუმო სივრცეა მოწყობილი / პეტრას ციხე / 8.05.2021ყოფილი ლიმონარიუმის ტერასა, რომელზეც სამუზეუმო სივრცეებია მოწყობილი [ფერად ჯიხურებში -ტერასის ბოლოს] / პეტრას ციხე / 8.05.2021ზღვისა და ქობულეთის ხედი პეტრას ციხის გალავნიდან / 8.05.2021ზღვაზე გადასახედი / პეტრას ციხე / 8.05.2021ადაპტირებული ლიფტები ყოფილი ლიმონარიუმის ტერასებზე / პეტრას ციხე / 8.05.2021ავტოპარკინგი პეტრას ციხის მიმდებარედ / 8.05.2021ქობულეთის სოფელ ციხისძირში, ზღვის ნაპირას აღმართულ ორ ბორცვზე, პეტრას აკროპოლისისგან დღეს შემორჩენილია საფორტიფიკაციო ნაგებობების [კარიბჭეებით და კოშკებით], სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ეკლესიის, ადრებიზანტიური და ოსმალური პერიოდის აბანოებისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები და შესაბამისი ეპოქების არქეოლოგიური არტეფაქტები. სპეციალისტთა მტკიცებით, ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის არეალი არ შემოიფარგლება ციხის ტერიტორიით, არამედ მოიცავს გაცილებით ვრცელ ტერიტორიას [ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საავტომობილო გზის გასწვრივ, გამოვლენილია ციხისძირის უძველესი ნამოსახლარი, რომელიც შეიცავს კულტურულ ფენებს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. /ფოტო: პეტრას ციხე / 8.05.2021პეტრას ციხეზე ვიზიტორების სიმრავლეა, თუმცა რეაბილიტირებული კომპლექსი მათთვის ჯერ გახსნილი არ არის / 8.05.2021