ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, სნუპ დოგმა თავის ინსტაგრამზე შუახევის მუნიციპალიტეტის ანსამბლის მიერ შესრულებული განდაგანას ვიდეო გამოაქვეყნა.

„მე ჩემს მეგობრებთან ერთად 2075 წელს, როცა ყველანი ბაბუები ვიქნებით“ – წერს სნუპ დოგი ვიდეოზე, რომელსაც ამჟამად 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეოზე შუახევის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლ „ფესვების“ მოცეკვავეები ასრულებენ განდაგანას.

ვიდეო ფურტიოში, სოფელ მახალაკიძეებშია გადაღებული.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version