3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული ძროხა დაიწვა – ადგილობრივი [ვიდეო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში 3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული პირუტყვი დაიწვა – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა მოაწოდეს. მათი თქმით, ხანძრის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. თვითმხილველების მონათხრობით, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა – თანასოფლელები ხანძრის კერას ვერ უახლოვდებოდნენ, რადგან ცეცხლმოდებულ სახლებში გაზის ბალონები ფეთქდებოდა და გარემო სიცოცხლისთვის საშიში იყო. შესაბამისად, ვერც პირუტყვის გადარჩენა მოახერხეს. … ვრცლად 3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული ძროხა დაიწვა – ადგილობრივი [ვიდეო]