15 მარტიდან საქართველოში იხსენება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა. კერძოდ:

  • მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები, რეგულაციების დაცვით;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აღდგება სასწავლო პროცესის აუდიტორიებში;
  • ასევე განახლდება სასკოლო წრეები;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები შეძლებენ რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას. 

თეატრები, სპორტული კლუბები და ანსამბლები საქმიანობის სრულად აღდგენას – თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით – შეძლებენ პირველი აპრილიდან.

ძალაში რჩება შეზღუდვა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version