12 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა  26 700 ტესტი კოვიდზე.

11 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 634 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე 310 ადამიანი მკურნალობს კოვიდსაავადმყოფოში, 1 513 პირი კი – საცხოვრებელ ბინაზე.

დღეისათვის საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 456 პირიაჭარაში – 502, იმერეთში – 684.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version