კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში 3,5 მილიონი დაიხარჯება

კურორტ გოდერძიზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი 3 530 760 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს. მიმწოდებელი ვალდებულია ერთდროულად იმუშაოს ყველა ლოკაციაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა შეძლოს სამუშაოები 24-საათის განმავლობაში აწარმოოს. … ვრცლად კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში 3,5 მილიონი დაიხარჯება