დღეს, 23 თებერვალს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისი შტურმით აიღეს. დაკავების დროს შეამტვრიეს ენმ-ის ოფისის კარები და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. კადრებში, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან“, ჩანს რომ ოფისი დარბეულია – დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი.
ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.
შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ენმ-ის ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებს.
“უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში, როცა პოლიციამ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისი შტურმი მიიტანა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა”, – წერს ბილდტი.
Extremely disturbing developments in 🇬🇪 as the opposition party Hq is stormed by policy and its leader arrested. Firm adherence to the rule of law must be a condition for closer 🇪🇺 cooperation and integration. https://t.co/QCXe7bokIV
— Carl Bildt (@carlbildt) February 23, 2021
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად ეხმაურება.
„ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.
„ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქაურობაზე გავლენა მოახდინოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.
Navalny arrest was first test. Myanmar second. Georgia is now third. In words, Biden has pledged to do more to advance democracy and human rights. Now it's time to match those words with deeds. Biden knows Georgia. I traveled there with him in 2009. He can have an impact there. https://t.co/gNaFqN63K9
— Michael McFaul (@McFaul) February 23, 2021
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავაკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო — ახლო პარტნიორი და ასპირანტი — შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ძალიან ბევრი იმუშავა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით, პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს აპატურაი.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტვიტერზე შემაშფოთებელს უწოდებს ნიკა მელიას დასაკავებლად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შტურმს.
“ძალიან შემაშფოთებელია, რაც დღეს საქართველოში მოხდა. პირველი, ვინც დაზარალდა, არის ქართველი ხალხი. მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და არა უკან დახევისკენ. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იცავს კანონის უზეანესობასა და დემოკრატიას საქართველოში”, — წერს რასმუსენი ტვიტერზე.
What’s happened in #Georgia 🇬🇪 today is very worrying.
The first to lose out are the Georgian people.
I urge restraint and for Georgia not to backtrack. We stand with those defending the rule of law and democracy in Georgia.— Anders Fogh Rasmussen (@AndersFoghR) February 23, 2021
გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და ამას საქართველოსთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯი უწოდა.
“საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი. ამით მხოლოდ კრემლი, ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა სარგებლობენ. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი აღმოჩნდება ამაში. კრემლი უყურებს”, — წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.
A huge step backwards for Georgia. The only people benefitting from this are in the Kremlin and Mr Bidzina and his closest circle of enablers. Nothing good in this for Georgians, especially young people. I hope President Biden will come out strong on this. Kremlin is watching. https://t.co/3wm6wCCOUQ
— Ben Hodges (@general_ben) February 23, 2021
ესტონელი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “Renew Europe” წევრი ურმას პაეტი ასევე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას.
“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ. უთანხმოებათა აღმოსაფხვრელად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება”, — აღნიშნავს ის.
🇬🇪 @Urmaspaet: “I am deeply concerned about the Georgian government’s decision to detain the leader of the main opposition party. Instead of using force to resolve disagreements, there needs to be proper dialogue to end the political polarization." #Georgia pic.twitter.com/sfB15GUTgG
— Renew Europe (@RenewEurope) February 23, 2021
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დასაკავებლად მიმდინარე შტურმს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს დრამატული ქმედებები შეწყვიტოს:
“პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ისევ დავაინიცირეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არაა ისეთი რამ, რაც ავტომატურად ხდება. ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. მოცემულ დაძაბულ სიტუაციაში მთავრობას მოვუწოდებ ამ დრამატულ ქმედებებს შეეშვას,” – წერს ტვიტერზე კინზინგერი.
This is a very concerning move by the Govt of Georgia. Given the tense situation, I call on the Govt to stand down from this dramatic action. We are all watching. https://t.co/YoglwixFdk
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021
ენმ-ის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი. კლეიტონის თქმით, ის შოკირებულია და აცხადებს, რომ ძალადობა და ქაოსი ახლა საქართველოს ყველაზე ნაკლებას სჭირდება:
“შოკირებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს დილით განვითარებულუ მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში”, – ამბობს კლაიტონი.
შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობისა და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებ სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებულად იმოქმედონ ახლა და მომდევნო დღეებში. https://t.co/8hlupMnfQf
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ასევე ტვიტერზე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას.
“მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმი განხორციელდა. ვიმედოვნობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ვითარების დეესკალაცია ჯერ ჯიდევ შესაძლებელია” — წერს კარპენტერი ტვიტერზე.
https://twitter.com/mikercarpenter/status/1364076310742597634
ფეისბუქზე ეხმაურება ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.
“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა ლიეტუვაში და რა თქმა, უმაღლესი ტრიბუნის მქონე პირებმა საქართველოს ხელისუფლებაში გამაკრიტიკეს მცდელობის გამო, შემეჩერებინა, რაც ახლა ხდება. ენმ-ის სათავო ოფისზე შტურმი მოხდა გაზის გამოყენებით ისე, როგორც ერთხელ პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამდა, ივანიშვილის სარდლები პუტინივით და ლუკაშენკოსავით იქცეოდნენ”, — წერს პავილიონისი.
Twitter-ზე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას.
“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაკავება შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რომლებიც, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ აქვს. ეს კრიტიკული მომენტია დემოკრატიისთვის საქართველოში”, — წერს მიხელსონი
Deep concern about developments in #Georgia. Storming opposition offices and arresting opposition leaders are incompatible with aspirations which Georgian Goverment claims it has. This is a critical moment for the democracy in Georgia.
— Marko Mihkelson (@markomihkelson) February 23, 2021
მელიას დაკავებას განცხადებით ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.
ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.
დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,” – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.