ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს – შსს

ბათუმში კაცი დაჭრეს. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცი ფიზიკური დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული სავარაუდოდ უსახლკაროა.