ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 13 თებერვალს, აჭარაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა, გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 27 პაციენტი. კლინიკაში კი 161 ადამიანი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კოვიდისგან გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version