საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] განსაზღვრა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ცესკოსთვის 34 371 400 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებში 27 220 700 ლარი დაიხარჯება [აქედან 17 863 600 ლარი კომისიის წევრთა ხელფასებს მოხმარდება].

ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 979 100 ლარი დაიხარჯება არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში; 1 981 100 ლარია გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის; ხოლო 4 190 500 ლარი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას მოხმარდება.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version