ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 40.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 9 პაციენტმა, კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი.

6 თებერვლის მონაცემებით, ბათუმში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია – 123. ონლაინკლინიკაში – 173.

 

Exit mobile version