პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ

პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ და საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან ძალაში დარჩება. ბათუმში თებერვლიდან მუშაობას მუნიციპალური ავტობუსებიც განაახლებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ ზუსტ დროს, საღამოს რომელ საათამდე იმოძრავებენ ავტობუსები, უახლოეს დღეებში დაადგენენ. სამარშრუტო მიკროავტობუსები და მუნიციპალური … ვრცლად პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ