ბათუმში ერთი კაცი მოკლეს, ერთიც მძიმედ არის დაჭრილი

“ბათუმელების” ინფორმაციით, 3 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში ერთი კაცი მოკლეს, ერთიც მძიმედ დაჭრეს. მკვლელობის მოტივების შესახებ ამ ეტაპზე “ბათუმელებისთვის” ცნობილი არ არის. მკვლელობის იარაღი – დანაა. აქ მცხოვრებთა თქმით, პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს “ოცნების ქალაქში” ახლაც ეძებს.