ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით ავტომანქანა მოიპარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოიპარეს მიკროავტობუსი, რომელიც სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.

მიკროავტობუსი სამართალდამცველებმა ისევ ბათუმში იპოვეს, თუმცა დაკავებული არავინაა.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.

Exit mobile version