საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ამავე პერიოდში ვირუსისგან განიკურნა 3574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი –  1 595
  • აჭარა – 623
  • იმერეთი – 392
  • ქვემო ქართლი – 139
  • შიდა ქართლი – 127
  • გურია – 152
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 237
  • კახეთი – 253
  • მცხეთა-მთიანეთი – 126
  • სამცხე-ჯავახეთი – 72
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43

ამ ეტაპზე ქვეყანაში  ინფიცირების  20 454 აქტიური შემთხვევაა.

6366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 744, აჭარაში – 997, იმერეთში – 1 256.

დღეისათვის საქართველოში 1003 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.

10 380 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება – 51 282.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version