17 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 469 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

უკვე რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას.  ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 929-მდე.

მთავრობის ცნობით, აჭარაში 911 ადამიანს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 ადამიანი.

ასევე, აჭარაში 1607 ინფიცირებული მკურნალობს კოვიდსასტუმროებში. აჭარაში საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1610 პაციენტი.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version