„ეს არჩევნები არალეგიტიმურია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“ – ამის შესახებ დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაზე.

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე მეტ ოქმს ასაჩივრებს სასამართლოში.

ბათუმში აქციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version