ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ … ვრცლად ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს