stopcov.gov.ge-ს 5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 8696 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4619 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში სულ 52 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი. 

გუშინ, 4 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version