2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში აჭარაში 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

გუშინ, პირველ ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version