ხელვაჩაურში, მეწყრის დროს დაკარგული ავტომანქანა იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მანქანაში მყოფი ორი პირის მდგომარეობა.

მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი, ხოლო მანქანაში – 2.

მაშველები დილიდან ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ძებნაში ჩართულია 120 მაშველი.

Exit mobile version