Batumelebi | აჭარაში 14 დღეში კორონავირუსის 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი ინფოგრაფიკა] აჭარაში 14 დღეში კორონავირუსის 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი ინფოგრაფიკა] – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში 14 დღეში კორონავირუსის 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი ინფოგრაფიკა]

დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 108 შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 484 შემთხვევა დადასტურდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან