საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1411 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1132  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6848 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.