კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 927 პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთ მოქალაქეს. ახალი შემთხვევებიდან ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. სამი იმყოფებოდა კარანტინში, ხოლო მეხუთე პაციენტი სართაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს ცხელების ცენტრიდან. გამოჯანმრთელდა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა. სტაციონარში მკუნალობას აგრძელებს 25 პაციენტი. … ვრცლად კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები