ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. კაცი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. „დილის ოთხ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული, აქვს მრავლობითი ტრავმა, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არის მძიმე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. … ვრცლად ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა