მთავარი,სიახლეები

ბათუმში შენობის კედელზე „კუპატა“ დახატეს

24.06.2020 • 9733
ბათუმში შენობის კედელზე „კუპატა“ დახატეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის შენობაზე „კუპატას“ ხატავენ, ძაღლს, რომელიც ბავშვებს აცილებს ზებრაზე.

„კუპატა“ მას შემდეგ გახდა პოპულარული, როცა ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ძაღლი ბავშვებს ზებრის გადაკვეთაში და უყეფს კანონდამრღვევ მძღოლებს. ვიდეომ მალე მიიქცია არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მედიის ყურადღება.

„კუპატა“. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

„კუპატა“. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

ძაღლი რამდენიმე წელია მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობს. ძაღლს სახლიც დაუდგეს იმ კორპუსთან, რომელსაც „კუპატა“ რამდენიმე წელია მიკედლებულია. სახლი წარწერით -„ხალხის რჩეული“ ძაღლისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეიძინეს.

ბოლო დღეებში ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კუპატა“ ცოცხალი აღარ არის, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ნახეთ ვიდეო, რომელიც დღეს, 24 ივნისსაა გადაღებული.

„კუპატა“. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: