ბათუმში, არდაგანის ტბასთან, ველო და სასეირნო ბილიკები კვლავ მოშლილი და გადაკეტილია. მიზეზი აქვე მშენებარე სატუმბი სადგურია, რომლის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო. მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ მშენებლობა 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, დღეს კი გვითხრეს, რომ დასრულდება ამავე წლის ივნისში. არ არის გამორიცხული, მშენებლობა არც ამ ვადაში დასრულდეს.

„სამუშაო დასასრულს უახლოვდება, თუმცა დარჩენილია ელექტრომექანიკური სამუშაოები, რისთვისაც სპეციალური დანადგარების შემოტანაა აუცილებელი უცხოეთიდან. ეს დამოკიდებულია იმ შეზღუდვებზე, რაც პანდემიის გამოა. როგორც კი გამარტივდება რეგულაციები, შესაძლებელი იქნება ამ დანადგარების შემოტანა. ამაში არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით არსებული შეზღუდვები იგულისხმება“, – გვითხრეს მერიაში.

ახალი სადგურის აშენებით, რაც KFW-ის სესხისა და გრანტით კეთდება, ნინოშვილისა და ჯავახიშვილის სანიაღვრე არხებიდან წყალი ზღვაში გადაიტუმბება, რამაც ქალაქის დატბორვის რისკიც უნდა შეამციროს და არდაგანის ტბაშიც სანიაღვრე წყლები აღარ უნდა ჩავიდეს. პროექტის მთლიანი ღირებულება 5,5 მილიონი ევროა.

სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბასთან / ბათუმი, 3.05.2020
სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბასთან და ბულვარის გადათხრილი სასეირნო ბილიკი / ბათუმი, 3.05.2020
სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბასთან / ბათუმი, 3.05.2020
სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბასთან / ბათუმი, 3.05.2020
სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბასთან / ბათუმი, 3.05.2020

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version