დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 402

20 აპრილის [19:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 402 შემთხვევა. დილის მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. ინფიცირებული 402 პირიდან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა – 4. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 503.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.