170 000 ლარი საუკუნის წინ აშენებული სახლისთვის ბათუმში

ქალაქის ბიუჯეტიდან 177 715 ლარია გათვალისწინებული ბათუმში, 26 მაისის N19-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციისთვის. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ძეგლის რეაბილიტაცია, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტებს ახლავს, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 15 მარტს დაიწყება … ვრცლად 170 000 ლარი საუკუნის წინ აშენებული სახლისთვის ბათუმში