ქედა-ხულოს მიმართულებით საავტომობილო გადაადგილებაში შეზღუდვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გადაადგილების კუთხით შეზღუდვაა ქედა-ხულოს მიმართულებით და მოძრაობა რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. ქედის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 60-80 სმ-მდეა, მაღალ სოფლებში კი – 1.5 მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობაა შუახევსა და ხულოშიც. აჭარის მთიანეთში დენის მიწოდებაში შეზღუდვებია, აბონენტებს ეტაპობრივად ვრთავთ – კომპანია