შუახევის სოფელ ვანში 3 სახლი დაიწვა

შუახევის სოფელ ვანში დღეს, 24 დეკემბერს, 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შუახევის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ ცენტერაძის ოჯახი სოფელში მუდმივი მცხოვრებია, მას ორსართულიანი ხის სახლი დაეწვა, როლანდ და ჯემალ ცენტერაძეების ოჯახები კი, რომელთა ერთსართულიანი სახლები დაიწვა, სოფელში სეზონურად ცხოვრობენ. სამივე სახლი ხის … ვრცლად შუახევის სოფელ ვანში 3 სახლი დაიწვა