ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი
18 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. დაჭრილი პოლიციელი კლინიკაშია … ვრცლად ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე