ცეცხლაურის ნაგავსაყართან გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში, ცეცხლაურის მშენებარე სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად გაზრდილია და 2 042 887 ლარია. წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1 855 739 ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. კომისიამ ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში გზის მოსაწყობად ყველაზე დაბალი შეთავაზება 1 587 … Continue reading ცეცხლაურის ნაგავსაყართან გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება