დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას გოგო ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. კლინიკაში გადაყვანილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.
ამავე სამსახურის მონაცემებით, ავარიის შედეგად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლიც, თუმცა მან სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა.
ამბის გაგრძელება
https://batumelebi.netgazeti.ge/news/232597/?fbclid=IwAR12OG_1xOGA9Y_rlSRCElOL1WBf4iq5FmhpAO2fwwRV8DAqPoPRoMsBErw