კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესკიზური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერის გამოსაცხადებლად დიზაინბილდით. ტენდერი, სავარაუდოდ, გამოცხადდება … ვრცლად კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება