19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“ თაოსნობით „ბახმაროს თასი 2019“ – ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები იღებდნენ.

ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება.
წელს 4 გარბენის ფარგლებში წყაროს წყალი ბახმაროს მიერ დაწესებული 15 000 ლარის საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად გაიმართა შეჯიბრი.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას.
კურორტ ბახმაროს პოპულარიზების მიზნით წელს კომპანია სს “წყალი მარგებელი”-ს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დოღს ღონისძიების ფორმა მიეცა.
გამარჯვებულები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლინდნენ:
გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი), რომელიც 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა.
მეორე გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც მოიგო.

ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ “რებას” ცხენოსანმა საბა ეხვაიამ “ბახმაროს თასი 2019-ში” გრან–პრი მიიღო. კლუბის ცხენმა “ლიმონამ” 4 800 მეტრიანი გარბენში გაიმარჯვა. მხედარი 2 500 ლარით და ლეპტოპით დაჯილდოვდა.
2 400 მეტრიან გარბენში კლუბის კიდევ ერთმა ცხენმა “ბლექ დაიმონდმა” პირველი ადგილი მოიპოვა. ამ შემთხვევაშიც მხედარი საბა ეხვაია იყო და მან პრიზის სახით 1 000 ლარი მიიღო.
დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი გადაეცა.
კომპანია „გალფმა“ ოთხივე გამარჯვებულს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი, რომლებიც გამარჯვებულებს სოლიდურ ფულად პრიზებს გადასცემენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებსა და არაჩვეულებრივ ბუნებას გაეცნენ.