დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, დაკავების მიზეზი ზუსტად უცნობია. “ჯერ არაფერი არ ვიცით ჩვენც. 24 საათში გვეცოდინება. ამბობენ, რაღაც მიწის საკითხზეო, მაგრამ დეტალები არ ვიცი ზუსტად.  ამბობენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზეა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს,” – ამბობს ნადიმ ვარშანიძე. ჯამბულ თავართქილაძე  ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია პარტია  “ქართული ოცნებიდან”. … ვრცლად დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“