ავარია და კონფლიქტი შარაბიძეებში – ნაცემი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახლახან [21:00] ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან,  ავტოავარია მოხდა. BMW-ს მარკის ავტომანქანას ტაქსი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. შეჯახების შემდეგ BMW-დან გადმოსული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ტაქსის მძღოლს. ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შარაბიძეებიდან ერთი პირი  მუცლის დახურული დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. … ვრცლად ავარია და კონფლიქტი შარაბიძეებში – ნაცემი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს