მთავარი,სიახლეები

პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

16.08.2019 • 2868
პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. სამხედროები სოფელში 2019 წლის 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და რამდენიმე ძელი აღმართეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, 14-15 აგვისტოს, დაწყებული სამუშაოები განაახლეს და ძელებზე ლითონის ბადე გაავლეს.

შედეგად, ორი ოჯახის ქონება, რომლებსაც სახლები აგვისტოს ომის დროს დაენგრათ, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა.

ამ დრომდე, 16 აგვისტო, დილის 12:00 საათი, ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გამოხმაურებიან არც ოფიციალურ ვებგვერდებზე, არც ფეისბუქზე და არც Twitter-ზე.

ასე გამოიყურება პრეზიდენტის ტვიტერის გვერდი

პრემიერ-მინისტრს ბოლო პოსტი 8 აგვისტოს აქვს დადებული

დღეს, 16 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში, თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მამუკა ბახტაძემ ისაუბრა აზიური ფაროსანას დამარცხებაზე, თუმცა არც ამ ტრიბუნიდან, არცერთი სიტყვა არ უთქვამს გუგუტიანთკართან მდგარ რუს სამხედროებზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრის ბოლო პოსტი ფეისბუქზე

საქართველოს მთავრობიდან, რუსი სამხედროების ქმედებას საგარეო საქმეთა სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 7 ივლისს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი და პრემიერი ოპერატიულად, გადაცემის ეთერში გასვლიდან მალევე გამოეხმაურა.

გუგუტიანთკარში მავთულხართების მონტაჟს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში. საელჩოში აღნიშნავენ, რომ ბორდერიზაციის პროცესი საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს რომ გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” განცხადება გამოაქვეყნა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: