ძეგლის სტატუსი სვანურ მარილს, ხორუმსა და ”ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნას

 

ცეკვა „ხორუმი“, კახური „მრავალჟამიერი“, „ლაღიძის წყლების“ დამზადების ტექნოლოგია, ქართული პოლიფონია და სვანური მარილი – ეს ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესული ელემენტებია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციასაც მიანიჭა. რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ვინ და როგორ წყვეტს ამ საკითხს? –  ამის შესახებ „ბათუმელები“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის არამატერიალური მემკვიდრეობის განყოფილების უფროსს მაკა თაქთაქიშვილს ესაუბრა.