ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა სპეციალური მემბრანით დასრულდა. „მოედნის ფასადის მოსახვა არქიტექტურული მემბრანით დავასრულეთ“ – წერს შპს „სტადიონი“ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, 117 349 122 და 24 520 400 ლარზეა გაფორმებული. … ვრცლად ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]