მთავარი,სიახლეები

დღეს აჭარაში ასი წელი 6 ადამიანს შეუსრულდა, მათ შორის მხოლოდ 1 კაცია

01.07.2019 • 2527
დღეს აჭარაში ასი წელი 6 ადამიანს შეუსრულდა, მათ შორის მხოლოდ 1 კაცია

დღეს, 1 ივლისს, აჭარაში 6 ადამიანს – ფატყუმე გელაძეს, ფატი საგინაძეს, შადიე ცეცხლაძეს, ნინა შაინიძეს, აიშე დეკანაძეს და ამირან ბოლქვაძეს  ასი წელი შეუსრულდა. მათგან ხუთი ქალია და ერთი კაცი. ყველა მათგანი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კაცი ასი წლის გახდა. აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი ცხოვრობს. 33 ქალი და 1 კაცი. მათგან ყველაზე უხუცესი 114 წლისაა.

100 წლის ნინა შაინიძე. ცხოვრობს სოფელ ყინჩაურში. ჰყავს 5 შვილი, 21 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და შვილთაშვილიშვილი.

100 წელს გადაცილებულ ადამიანებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 1000 ლარს გადასცემს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/355006095164784/?v=355006095164784

გადაბეჭდვის წესი