რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ინგა შამილიშვილი დღევანდელ ფესტივალზე რუსული დროშის გამოჩენის გამო დატოვებს თანამდებობას და გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უკვე მიიღო. დღეს, 26 მაისს, ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის დროს რუსული დროშებიც გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების … Continue reading რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს