ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან [პირველი მაისი] თევზის ქვირითობა იწყება, რის გამოც აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა იკრძალება. აკრძალვა 31 აგვისტომდე გაგრძელდება. „მითითებულ პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის განცხადებაში. თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, მოსასმელი ბადე და სხვა იარაღები. … ვრცლად ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება