ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო. ტექნოლოგიური ქალაქი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ქალაქი რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება, სადაც იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ქალაქის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი … ვრცლად ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო